Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:33 23.02.2018
ბანანის ტირამისუ- გემრიელი დესერტის განსხვავებული რეცეპტი!

ტირამისუ ყველასთვის საყვარელი, იტალიური დესერტია. დღეს, ჩვენ გთავაზობთ ტირამისუს მომზადების განსხვავებულ ვარიანტს. მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი განსხვავებულად ისიამოვნეთ, მარტივი და ჰაეროვანი “ტირამისუთი”.

 

ინგრედიენტები:

4ც. მწიფე ბანანი

200 გ. (1ჭიქა) შაქარი.

2 ც. კვერცხი

115 გ. (1/2 ჭ.) კარაქი

1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი

200 გ. (1 ½ ჭ.) ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

½ ჩ.კ. მარილი

100 გ. (1 ჭ.) დაჭრილი ნიგოზი

 

ტირამისუს შიგთავსისთვის:

700 მლ. (3 ჭ.) ათქვეფილი ნაღები

150 გ. (3/4 ჭ> შაქარი

2 ც. ბანანი

2 ჩ.კ. ესპრესო

1 ჩ.კ. ამარეტო

4 ს.კ. წყალი

30 გ. კაკაოს პუდრა

 

მომზადების წესი:


1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაჭყლიტეთ 4ც. მწიფე ბანანი. ერთმანეთში აურიეთ შაქარი, ბანანი, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. ეს ყველაფერი კი მომზადებულ მასასთან აურიეთ და ბოლოს დაუმატეთ ნიგოზი.

 

2. წაუსვით კარაქი საცხობ ტაფას და აცხვეთ მიღებული მასა 60 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი მოოქროსფრო ყავისფერი არ იქნება. აცადეთ გაციება. შაქარი შეათქვიფეთ ნაღებს. დაჭერით ბანანის პური ნაჭრებად და მოათავსეთ საცხობ ჭურჭელში.

 

3. გახსენით ესპრესო ცივ წყალში, სურვილისამებრ დაუმატეთ ამარეტო და ნახევარი მოასხით ბანანის პურს. გამოიყენეთ ათქვეფილი ნაღების მესამედი და წაუსვით ის ბანანის პურს. შემდეგ ზევიდან დაჭრილი ბანანის ნაჭრები მოაწყვეთ და მასაც გადაუსვით კრემის მესამედი. კვლავ დაადეთ ბანანის პური ფენა, მოასხით მას ესპრესო და დაუმატეთ ათქვფილი ნაღები. ზემოდან მოაყარეთ კაკაოს პუდრა.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge