Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:48 23.02.2018
საქართველოს ნაკრებს მაიკლ დიქსონი შეუერთდა

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს. დღეს დილით თურქეთიდან ჩამოფრინდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ დიქსონი, რომლის თამაშზეც დამოკიდებული ძალიან ბევრი იქნება - ამერიკელი საუკეთესო იყო შესარჩევი ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში და დღევანდელი, გადახალისებული შემადგენლობის გათვალისწინებით ავსტრიასთან დიქსონის შედეგიანი თამაში უმნიშვნელოვანესია. დიქსონმა ფიზიკურად ვერ მოასწრო დილის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება და რეალურად თამაშამდე დარჩენილ 2 ვარჯიშში ჩაერთვევა, რაც ცხადია ძალიან ცოტაა. ბერძენი ისედაც განიცდის დროის სიმცირეს და აღნიშნა კიდეც, რომ ტრამვირებულ მოთამაშეებზე არანაკლები პრობლემა მატჩამდე და მატჩებს შორის არსებული მოსამზადებელი დროის სიმცირეა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ნაკრები ჩარტერული რეისით თბილისში ბრუნდება და მზადებას გერმანიასთან 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის განაგრძობს. ხვალინდელ მატჩში, ბევრ რამეს განსაზღვრავს სათადარიგო მოთამაშეების ასპარეზობა. წესით ზუროსმა სათადარიგოებს მეტი დრო უნდა დაუთმოს. თავის გამოჩენის შანსი მიეცემა რევაზ ჩაჩანიძესაც, რომელსაც ხვალ ავსტრიასთან დაპირისპირებაში სანაკრებო დებიუტი ექნება. ავსტია - საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

 

ლექსო მაისურაძე 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge