Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:05 21.02.2018
რა არის წითელა და რა სიმპტომები ახასიათებს მას?!

წელს აჭარაში წითელას ვირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფექციით ორმოცზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და ეს მხოლოდ 2018 წლის იანვრის მონაცემებით. წითელას გადადების 90%-იანი შანსი არსებობს, ვირუსი განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვებში, რადგან, ამ ვირუსით დაავადების შემთხვევა სამწუხაროდ ათასიდან ერთი ან  ორი შემთხვევა ფატალურად სრულდება.


რა არის წითელა  და რა სიმპტომები ახასიათებს მას?! - ის მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევაინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი. წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება.


ვირუსის პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.


წითელას ერთ-ერთ ხშირი  გართულებებში არის ყურის  ბაქტერიული ინფექცია, ასევე არის თავის ტვინის ანთება, რამაც შეილება გამოიწვინოს ღებინება, კრუნჩხვა, კომა ან სიკვდილიანობაც კი. თავის ტვინის ანთება შესაძლოა წითელას პირდაპირ მოყვეს ან თვეების შემდეგ განვითარდეს. ეს არის ძირითადად ის გართულებები, რომლებიც შეიძლება ვირუს მოყვეს.


დასაწყის სტადიაში, სანამ პაციენტი გაანალიზებს, რომ მას წითელა აქვს, ჰგონია, რომ ეს უბრალო ვირუსია და ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც გამონაყარს აღმოაჩენს. ეს კი, როგორც აღვნიშნეთ მე-3 მე-4  დღეს ხდება, რაც შეიძლება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.


საქართველოში გავრცელებულ ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯორჯიან თაიმსი წყნეთის საექიმო ამბულატორიის პედიატრს ხათუნა მამამთავრიშვილს ესაუბრა:


,,ძირითადად ვირუსი გამონაყარით და მაღალი ტემპერატურით გამოვლინდება. უამრავი დაავადებაა გავრცელებული და აქედან გამომდინარე აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. რაც შეეხება აცრას,  კეთდება 1-ის და 5 წლის ასაკში, სავალდებულოა ორჯერადი აცრა მაინც  ჰქონდეს ადამიანს გაკეთებული, რომ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოუმუშავდეს.” - განაცხადა მან.


ჩვეულებრივ მკურნალობა სახლშივე ტარდება, მაგრამ დაავადების გართულების შემთხვევაში ხდება ავადმყოფის სააავამდყოფოში გადაყვანა. წოლითი რეჟიმი, დიეტა ბოსტნეულისა და ხილის წვენიხაჭოკეფირიასკილის ნაყენი), უნდა სვას დიდი რაოდენობით სითხე და ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ავადმყოფთან მყოფი პირები არ დაიშვებიან ფართო საზოგადოებაში ბოლო კონტაქტიდან 17 დღის მანძილზე. 15-18 თვის ბავშვებს უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრა ცოცხალი დასუსტებული ვირუსის შემცველი ვაქცინით.


 /თამარ არაბიძე/

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge