Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:19 20.02.2018
ინოვაცია სამხედრო სფეროში

ინოვაცია სამხედრო სფეროში

 

პირველად საქართველოში,  ჯავშანტრანსპორტიორის წარმოების იდეა გაჩნდა, რომლის ავტორიც ინდუსტირული დიზაინერი, - გიორგი თედორაძეა. იდეის დეტალებზე, ,,ჯორჯიან თაიმსთან“ ავტორმა ისაუბრა: 

 

ყველაფერი მარტივი შეკითხვით დაიწყო: როგორ შეიძლება შევქმნათ უკეთესი ჯავშანტრანსპორტიორი? პირველი სიამაყის მომენტი  პროექტმა "დიდგორი" მოიტანა, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. მან დიდი ბიძგი მისცა ახალი იდეების განვითარებას. სწორედ ასე შეიქმნა "ბასიანი". ეს არის ჯავშანტრანსპორტიორის კონცეპტუალური ხედვა, რომლის დიზაინიც საქართველოში შეიქმნა.


ამ ტიპის ტრანსპორტის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გასათვალისწინებელია უამრავი ტექნიკური დეტალი. ზოგადად ჯავშანტრანსპორტიორის ვიზუალურ მხარეს ნაკლები დატვირთვა აქვს, თუმცა სწორად შერჩეული ფორმები ავტომობილის უსაფრთხოების და წარმატების გარანტიას იძლევა. ფორმა ყოველთვის მისდევს ფუნქციას - სწორედ ეს არის „ვეზირის“დიზაინის მთავარი მიმართულება. თუ პროდუქტმა თავისი ფუნქცია არ შეასრულა, მისი ვიზუალი მხოლოდ ერთჯერადი ეფექტი იქნება და გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად წარუმატებელი ნაბიჯი აღმოჩნდება.

 

როგორც დიზაინერი ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნავს, ახალი ქართული მრავალფუნქციური დაჯავშნული კონცეპტის სახელი 1202 წელს გამართულ  ბასიანის ბრძოლას უკავშირდება. მანქანის ლოგოც ძველი ქართული ფარის შთაგონებით შეიქმნა.“ბასიანის“ მთავარი მიზანია, ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, სამხედრო ოპერაციის ჩატარება სხვადასხვა პირობებში და დაზვერვითი სამუშაოების განხორციელება, - როგორც დღისით, ასევე, ღამითაც.

 

-რა ფუნქციები და ფორმები ექნება ამ ტრანსპორტს?

 

-ჯავშანტრანსპორტიორის შექმნისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ავტომობილის ფსკერს, რადგან ნაღმზე აფეთქების შემთხვევაში ჯავშანმა ეკიპაჟის წევრები უნდა დაიცვას. „ვეზირის“ ფსკერი V ფორმის და სამ ფენიანი სენდვიჩის ტიპისაა. პირველი ხელს უწყობს ნაღმზე აფეთქების დროს ნამსხვრევების ასხლეტვას და გაფანტვას, მეორე კი ნაღმის აფეთქების პირველ ტალღას იღებს და ავტომობილს ტოვებს საბრძოლო მდგომარეობაში.


რადგან „ბასიანი“ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია, რთულია ძრავზე საუბარი, თუმცა, მისიიდან და ზომებიდან გამომდინარე, 8 ცილინდრიანი ძრავი სრულიად საკმარისი იქნება კარგად მანევრირებისათვის.

 

-როდისთვის უნდა ველოდოთ ამ იდეის განხორციელებას?

 

-ამ იდეით მინდოდა მეჩვენებინა, რომ  თუ სწორ მიმართულებას მივცემთ, ქართველებს გვაქვს ამის პოტენციალი. თავისუფლად შესაძლებელია გახდეს პროექტი, რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა,რადგან საქართველოში ტრანსპორტის დიზაინი და წარმოება არ არის განვითარებული. ჩვენ საზოგადოებაში ბევრს არ ჯერა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ წარმატებული პროექტი იწყება საინტერესო იდეით.

 

 

„ბასიანი ვეზირი“ ეს არის დიზაინერული ჩანაფიქრი, რომელიც გვაჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ქართული ჯავშანტრანსპორტიორი.

 

ჯავშანტრასპორტიორის ერთ-ერთი მოდელი: 

 

 

 

 

 

/კატო ბარამიძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge