Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:35 19.02.2018
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „Berlinale“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი. გამოფენა მსოფლიოში კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი ესწრება. კინოფესტივალის მეშვეობით ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნონ ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმიშეგახსენებთ რომ  2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამასაწარმოე საქართველოშიახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტიგადაიღე საქართველოშიდაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და დაიბრუნონ უკან კვალიფიციური ხარჯების 20-25%.

 

2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამისგადაიღე საქართველოშიფარგლებში შემოსულია 10 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები კი მალე დაიწყება. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული.

 

ლიკა თორთლაძე

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge