Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:22 17.02.2018
„ჩვენ საქართველოში ვენახები გვაქვს“ - მაქსიმ კაშირინი

ინტერვიუში, რომელიც «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტმა ოლეგ ტრუტნევმა  ალკოჰოლური სასმელების კომპანია Simple- პრეზიდენტს მაქსიმ კაშირინს ჩამოართვა, რესპოდენტი საუბრობს იმ ხელშემშლელ დაბრკოლებებზე, რომლებსაც რუსეთში აწყდება ვენახების გაშენებს მიზნით. სწორედ ამიტომ კომპანია ცდილობს ვენახები საზღვარგარეთ, კერძოდ, საქართველოში შეიძინოს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


 

„ჩვენ ღვინოზეც გვაქვს იდეები. უბრალოდ, ღვინის დამზადება, არაყთან და სხვა პროდუქციასთან შედარებით, ძალიან ხანგრძლივი პროცესია. თუ თქვენ, ვთქვათ, დღეს დაიწყებთ ღვინის დამზადებაზე ფიქრს, მაშინ შედეგებს შვიდი-ათი წლის შემდეგ მიიღებთ. ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტი საქართველოში, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ვაგრძელებთ ვაზის დარგვას და ვენახების გაშენებას. პირველი მოსავალი მხოლოდ გასულ წელს გვქონდა, რომლისგანაც ღვინის საცდელი პარტია ჩამოვასხით. ჩვენი სპეციალისტები აკვირდებიან, რა გამოვა ამისგან, როგორი მუშაობა მოგვიწევს... ასე რომ, გაყიდვებისაგან ჯერ შორს ვართ“, - ამბობს მაქსიმ კაშირინი «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

 

/მოამზადა სიმონ კილაძემ/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge