Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:03 14.02.2018
გურჯაანის მერს ერთ-ერთი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს

გურჯაანის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, ქალაქის მერს ზეწოლაში ადანაშაულებს. 

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მაიძულებს განცხადების დაწერას, იმიტომ, რომ მას თავის გუნდთან ერთად უნდა მუშაობა. ვარ კონკურსგავლილი საჯარო მოხელე, 2015 წლიდან  ვმუშაობ გურჯაანის გამგეობაში და ამ დროის განმავლობაში არასოდეს მიმიღია საყვედური და პატიოსნად ვმუშაობდი. იანვრის თვეში, გურჯაანის მერმა ჩემს მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, მაგრამ უსაფუძვლობის გამოშეწყვიტა. ახლა,თებერვალში დაიწყო ჩემს მიმართ ახალი დისციპლინური წარმოება და უნდა რომ საყვედური გამომიცხადოს. ამ ქმედებებით მაიძულებს, რომ განცხადება  დავწერო.“ - აცხადებს იგი.

 

ინფირმაციის გადამოწმების მიზნით, „ჯორჯიან თაიმსი“ არჩილ ხადამაშვილს  დაუკავშირდა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერმა არჩილ ხადამაშვილმა უარყო:

 

„არავის არ ვაიძულებ, რომ დაწერონ განცხადება და წავიდნენ სამსახურიდან. ერთხელ ვთხოვე თანამშრომლებს,რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა წასულიყვნენ და რა თქმა უნდა, შევთავაზე სხვა ალტერნატივაც,- ჩემი მოსვლის პირველ დღეებზე მაქვს საუბარი. ზოგი დამთანხმდა, ზოგი -არა. 


წინა საარჩევნოდ და არჩევნების შედეგების შემდეგაც,  რაღაც პერიოდი მქომდა 18ნოემბრამდე, სანამ  მოვალეობის შესრილებას  შევუდგებოდი, გადავხედე თანამშრომლების მუშაობას და ვნახე, რომ ეს არის არაადეკვატური. ამიტომ ვთხოვე თანამშრომლებს მოეცათ საშუალება,  რომ მომეხდინა სტრუქტურული რეორგანიზაცია, ახალი საშტატო ერთეულები დაემატებინათ და მოეცათ საშუალება კონკურსის სახით ამერჩია ახალი უფრო კვალიფიციური კადრი. 


ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რომ მერია, ამ შემთხვევაში მე, ოთხი წლის განმავლობაში მომართული იყოს თითოეული გურჯაანელის კეთილდღეობისთვის და იმ პროექტების სწორად განხორციელებისთვის, რაც ჩვენ არჩევნების შედეგად დაგვავალა გურჯაანის მოსახლეობამ“.- განაცხადა მან.

 

 

/სალომე სანთელაძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge