Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:59 14.02.2018
"სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია"- გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი  მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრობს:

 

"უკრაინა ჩვენ არაფრად არ გვთვლის, ფაქტობრივად დიპლომატიური შეურაცხყოფა მიაყენა მან საქართველოს ხელისუფლებას. მათი საქციელი ასე იკითხება : სააკაშვილი არის ჩვენი მტერი, მაგრამ თქვენ იმდენად არარაობები ხართ, რომ თქვენთვის მტერიც არ გვემეტება, გავუშვებთ სხვაგან, მაგრამ თქვენთან მაინც - არა.  ეს არის პირდაპირი, აშკარა შეურაცხყოფა და ამაში კარგად ჩანს ჩვენი ხელისუფლების პრობლემები. უკრაინასაც, რომელსაც ჩვენ ვჭირდებით ბევრ რამეში, მათ შორის სააკაშვილთან მიმართებაშიც ჩვენ გვიყურებს ისე, როგორც არარაობებს.

 

ნებისმიერი რამ შეიძლება მოიმოქმედოს სააკაშვილმა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან, ის არის ნამდვილი „პოლიტიკური ცხოველი“, იგი შანსებს არ უშვებს  და როგორც კი შესაძლებლობას დაინახავს, ისევ გააქტიურდება. იმედიანად არის იმიტომ, რომ ყველაფრი მასზე მუშაობს, განსაკუთრებით უკრაინის ხელისუფლება, - ის ზუსტად იმას აკეთებს, რაც სააკაშვილს სჭირდება.“- აცხადებს ექსპერტი.

 

/სალომე სამხარაძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge