Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:56 14.02.2018
"მნიშვნელოვანი პრემიერა იქნება“ - ქართული კინო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

ხვალ, 15 თებერვალს,  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიიხსნება, რომელიც,  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესიმოვლენაა კინო სამყაროში. წელსაც, საქართველო საკმაოდ მასშტაბურად, თითქმის ყველა ინდუსტრიულ სექციაში არის წარმოდგენილი: ქართველი მსახიობი, როგორც ამომავალი ვარსკვლავი ევროპულ კინოში, ინდუსტრიული კუთხით, -Books at Berlinale-ზე, ქართველი მწერალი და გამომცემლობა დათო ტურაშვილის წიგნი „სხვა ამსტერდამი“. წელს, ასევე,პირველად, როცა საქართველო მეცამეტედ იღებს მონაწილეობას ევროპის კინობაზრობაზე, ერთობლივი ღონისძიებები გატარდება საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

 

„ჩვენ წარვადგენთ საქართველოს, როგორც გადასაღებ ადგილს. უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელიც ძალიან წარმატებულია და ვიმედოვნებთ, რომ ბერლინიდან უფრო მეტ უცხოელ კინომწარმოებელს მოვიზიდავთ.“ - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

 

წლევანდელ ნომინანტთაგან ხაზგასასმელია თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმი „ჰორიზონტი“, რომელის მსოფლიო პრემიერა, 16 თებერვალს, კინოფესტივლზე, სექციაში „პანორამა“გაიმართება.

 

„ჰორიზონტი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციაა. იგი ყოფილი ცოლ-ქმრის - ანას და გიორგის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დაშორების რთულ ეტაპს გადიან. მათ სხვადსხვა მოცემულობა აქვთ, ორივე ფრთხილ და რთულ გზას ირჩევს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

 

„იმდენად ბუნებრივია სცენარი, ამბავი, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის რეალური ეტაპები, ეჭვი არ გიჩნდება, რომ შეთხზულია.

 

საინტერესოა კიდევ ის, რომ თვითონ გარემო იყო ლამაზი და მკაცრი. გადაღების პროცესი კი, - მშვიდი და შრომატევადი, აბსოლუტურად მოწყვეტილნი ვიყავით ჩვეულ გარემოს და ბოლომდე გადართული ამ სამუშაო პროცესში, რაც იყო, როგორც რთული, ასევე, ძალიან საინტერესო.“ - განაცხადაგიორგი ბოჭორიშვილმა.

 

ფილმში მთავარია მიტოვებული ადამიანების დამოკიდებულება. აქ ვხვდებით არა მარტო გიორგის და ანას პერსონაჟებს, ასევე, ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებიც შეგუებულები არიან იმას, რომ ისინი დაივიწყეს. ფილმის გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა კუნძულზე, რომელიც მდებარეობს პალიასტომის ტბაში.

 

„უკვე წარმოდგენა გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი პრემიერა იქნება, ნახავს მთელი საერთაშორისო კინოინდუსტრია, რაც  იმას ნიშნავს, რომ უკვე 16-ში შეფასებები გვეცოდინება. პრემიერა ისეა დაგეგმილი, სამი დღე მიყოლებით გრძელდება, თან უამრავი კრიტიკოსი უკვე გვეხმიანება და ეს ნიშნავს, რომ დიდი გამოხმაურება ექნებაფილმს“ -განაცხადა თინათინ ყაჯრიშვილმა ,,ჯორჯიან თამისთან“ საუბარში.

 

„ჰორიზონტის“მსოფლიო პრემიერაბერლინალედან აიღებს სტარტს და მთელი წლის განმავლობაში ივლის ფესტივალებზე, ხოლო ჩვენთან, ფილმის პრემიერა შემოდგომისთვისგაიმართება.


 

 

 

 

/გვანცა მამუჩიშვილი/

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge