Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:10 14.02.2018
საგანმანათლებლო სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჯი იანჩისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. 

 

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა. აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის ელჩს კონკრეტული წინადადებები შესთავაზა, რომელიც გულისხმობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატების ამოქმედებას, საქართველოსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვნად გაზრდილი სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განათლების მიმართულებით გამოყენებას და ა.შ. 

 

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ძალისხმევით ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge