Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:10 13.02.2018
"დავითგარეჯსაც დაუთმობს ხიხოს ხელისუფლება, როგორც სომხებს და თურქეთს დაუთმეს ცოტა ხნის წინ ტერიტორიები?!"

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუღატ გვერდზე შემდეგი შინაარსის ტატუსს აქვეყნებს:


"ამასაც დაუთმობს ხიხოს ხელისუფლება, როგორც სომხებს და თურქეთს დაუთმეს ცოტა ხნის უკან ტერიტორიები?!


ეს ვიღაც აზერბაიჯანელი ანალიტიკოსი ნახეთ, რას წერს:

 

"ვთვლი, რომ დელიმიტაციის დროს რომელიმე უბანზე ჩაციკვლა არ შეიძლება, საქართველო აზერბაიჯანთან კომპრომისზე უნდა წავიდეს, თბილისს შეუძლია რაღაც დათმოს. ჩვენს ქვეყნებს ხომ ერთმანეთთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ... შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე საკითხის მოუგვარებლობამ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. განა უკეთესი არაა ერთად გავუმკლავდეთ იმ საერთო საფრთხეებსა და მუქარებს, იმ რისკებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგანან? სწორედ ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთად უნდა გადავლახოთ სირთულეები და მოვაგვაროთ პრობლემები".


მაგრამ ამათ ავიწყდებათ, რომ თავად უფრო მეტად არიან დამოკიდებული საქარველოზე! მჭიდრო თანამშრომობა - ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ხარჯზე! ხომ კარგია???


"აზერბაიჯანი თვლის, რომ მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს წარმოადგენს და მას "ქეშიშჩი-დაღს" უწოდებს" !!!- წერს ცოტნე გამსახურდია.

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge