Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:13 12.02.2018
"ინფორმაციის მიღებისთანავე მივხვდით, რომ შერცხვენილი იქნება ჩვენი სახელმწიფო"- სოსო ცისკარიშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აფგან მუხთალის საქმესთან დაკავშირებით "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრობს:

 

„ჩემი აზრით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივხვდით, რომ უპირველეს ყოვლისა, შერცხვენილი იქნება ჩვენი სახელმწიფო. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცის ძალით რაღაც ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ აღმოვჩნდით თანამზრახველები იმ ყველაფრისა, რასაც დიდი ალბათობით ხვდებოდა ჩვენი საზოგადოება და დუმილი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, რომელიც უფრო ხმამაღალია, ვიდრე რაიმე სახის განმარტებები.

 

8 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, არავის გამოუთქვამს სურვილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უმეტეს, შესაძლებელი იყო, რომ მისი მეუღლისთვის მიეწვდინათ ხმა.  ვგულისხმობ როგორც  ხელისუფლებას, ასევე,   საზოგადოებასაც. 

 

რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო სიღრმისეული იყო ჩვენი ხელისუფლების „მზაკვრული მოქმედება“ . როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ აზერბაიჯანში დატყვევებულმა ჟურნალისტმა შეძლო კომენტარი თვითონ გაეკეთებინა, მან დამნაშავედ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები დაასახელა. ალბათ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ სხვა არასამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისას, აღარ ახსოვთ  შემცდარებს და შესაძლოა მიუღებლებს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

 

ჩვენ ყველაფერთან ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, - როგორ იქნება აღქმული ეს თემა.

 

გასული 8 თვის მიუხედავად, პარლამენტარები ისე აგრძელებენ საქმიანობას, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა არსებობდეს კანონი, რომ თუ არ არის ჩანაწერი რაიმე ჩვენებისა შესაბამისი აპარატით, მაშინ პასუხი უნდა აგოს იმ სისტემამ, რომლის ვალდებულებაშიც ეს შედის  და რომლის ქმედებითაც დაყენებულია ქვეყანაში ასეთი სისტემა”.

 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის აზრით ქვეყანაში ახლა ამ ამბის გააქტიურება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჟურნალისტს ახლა მიეცა სიტყვის თქმის უფლება:

 

„მხოლოდ ამ დღეებში შეძლო დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კოლეგებთან საუბარი და რატომ არ მოხდა ეს აქამდე, ამას სხვა მიზეზი არ აქვს., - დატყვევებული კაცისთვის ეს იყო პირველი და ვაი-ვაგლახ, შეიძლება უკანასკნელი საშუალება ეთქვა საზოგადოებისათვის, თუ როგორ ხდებოდა მისი გატაცება“. - განაცხადა მან.

 

/სალომე სამხარაძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge