Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:42 12.02.2018
დოდო გუგეშაშვილის ძმა თავდასხმის ახალ ვერსიას ასახელებს

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. როგორც თემურ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 წლის წინ „მოხდა მცირე ინციდენტი, რომელიც ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა“, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

 

„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე იცინდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი,“ – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

 

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელის მიმართ გასროლა დოდო გუგეშაშვილმაც განახორციელა, თემურ გუგეშაშვილი ამ ვერსიას გამორიცხავს.

 

გასულ კვირას დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge