Powered by Jasper Roberts - Blog

16:18 12.02.2018
თეა წულუკიანის პასუხი ემრე ჩაბუქის მეუღლეს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქის წერილს უპასუხა:
„გავეცანი ქალბატონი ჩაბუქის წერილს. მე მინდა საზოგადოებას, მათ შორის მას, ვუთხრა ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ ექსტრადიციის პროცედურები, ყოველთვის წყდება საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ფასდება სხვდასხვა კომპონენტი პროცედურების, მათ შორის არის ის, რომ საქმე უნდა იყოს სამართლებრივად გამართული, რომელიც სისხლის სამართლის უცხოეთიდან შემოსილი საქმეა, და რა თქმა უნდა, ხდება იმ ინტერესების ბალანსი, რაც შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებების კუთხით და აქ სტრასბურგის პრეცედენტი არის აბსოლუტურად ნათელი.
  
შესაბამისად, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ ველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი საქართველოს სასამართლოები იტყვიან, რომ მინისტრს აქვს უფლება გადასცეს, ასეთ შემთხვევაში, იმ კრიტერიუმებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე ჩამოვთვალე, თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება,“- აცხადებს იგი.
  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge