Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:45 12.02.2018
"ივანიშვილის გლდანის ბიტკოინის ქარხანა თბილისის მეტროპოლიტენზე 5-ჯერ და საქართველოს რკინიგზაზე 2-ჯერ მეტ ელექტოენერგიას მოიხმარს"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ეს არის პარაზიტული ეკონომიკა.


ივანიშვილის გლდანის ბიტკოინის ქარხანა მოიხმარს თბილისის მეტროპოლიტენზე 5-ჯერ, საქართველოს რკინიგზაზე კი 2-ჯერ მეტ ელექტოენერგიას. ქვეყნის ეკნონომიკაში მის წვლილი არის ნული. 180 კაცი ჰყავს გორში და გლდანში დასაქმებული და მხოლოდ მათი ხელფასია სქართველოს შემოსავალი. ერთი მაკდონალდსის რესტორანი უფრო მეტს ტოვებს( იბეგრება ყველანაირად), ვიდრე ეს ყველაფრისგან თავისუფალი ”საწარმო”. 


360 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიაია წელიწადში, რომელიც რეალურ ეკნომიკას შეიძლება მოხმარებოდა, ეს არის ან ჰიდროელექტროსადგურებისათვის ჩაძირული მიწები და გარემოზე მიყენებული ზიანი ან ათეულ მილიონობით უცხოური ვალუტის გადინება დენის იმპორტისათვის. 


ამ ე. წ. ”თავისუფალ ზონაში” ახალ-ახალი კრიპტოვალუტის ”მომპოვებლები” შემოდიან და ენერგეტიკაზე მიყენებული ზიანი კიდევ უფრო მეტი იქნება,"-წერს რომან გოცირიძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge