Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:48 12.02.2018
კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შპ ,,ნილი“ 2005 წლის 22 აპრილიდან აწარმოებს პურ-ფუნთუშეულს და უზრუნველყოფს საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას. ბოლო პერიოდში, მათ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ კომპანია საგანგებო განაცხადებაში აღნიშნავს:


"ჩვენი კომპანია 2005 წლიდან მუშაობს ქართულ ბაზარზე, 13-წლიანი მუშაობის განმავლობაში კომპანია არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა. კომპანია დღეს დარგის ლიდერია და ცრუ ბრალდებები არასათანადო ხარისხზე მხოლოდ ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "ნილის" ხარისხი აღიარებულია ასობით სერთიფიკატით, ლაბორატორიული კვლევებითა და იმ ნდობით, რომელიც კომპანიამ ამ დროის განმავლობაში მოიპოვა. თითოეულ იმ პროდუქტს, რომლითაც ჩვენ ვამარაგებთ საბავშვო ბაღებსა და სხვა ობიექტებს, ინტენსიურად (ხშირ შემთხვევაში თვეში ერთხელ) უტარდება ლაბორატორიული კვლევა, რაც იმის დასტურია, რომ "ნილის" პროდუქციის უმაღლესი ხარისხი გარანტირებულია" - ნათქვამია კომპანია "ნილის" საგანგებო განცხადებაში. 

 

შპს ნილს აქვს მოგებული მრავალი სახელმწიფო ტენდერი. კომპანია არის დარგის ლიდერი, აქვს მიღებული უამრავი ჯილდო და სამადლობელი წერილიის არის  ISO-ხარისხის სერთიფიკატის მფლობელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge