ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იპერატორის თასის მოგების შემდეგ კომერციულ ტურნირშიც გაიმარჯვა. შეჯიბრი ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში გაიმართა.
პირველ რაუნდში ქართველმა სუმოისტმა იაპონელი რიკიში ჩამოიშორა, 1/8 ფინალში კი მონღოლ იოკუძუნა ჰაკუჰოს მოუგო. 1/4 ფინალში ტოჩინოშინმა ასპარეზობას კიდევ ერთი იაპონელი გამოთიშა,ხოლო ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოცდილი იკინოუმი დაამარცხა.
რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, გორგაძემ რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.