Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:00 12.02.2018
„ლიდერფუდის“ ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის წარმატების კარგი მაგალითია“-დიმიტრი ქუმსიშვილი

საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით, რეალურად არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პროექტიაწარმოე საქართველოშიდა რამდენად კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება ამ მიმართულებითეს განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანიალიდერფუდისხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმოლიდერფუდმასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსაწარმოე საქართველოშისახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით  აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ხუთასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

 

ეს არის 5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმებულია 550 ადამიანი და უშვებს სწორედ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. პროექტს თანადაფინანსებაში ჰყავს პროგრამააწარმოე საქართველოშიდა სწორედ ერთობლივი ძალებითაა აშენებული ეს საწარმო და ინვესტირებული ეს თანხები,- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

შპსლიდერფუდი“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომაწარმოე საქართველოშიგანახორციელა.

 

თანამედროვე საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ დაიწყო სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.

 

 

კომპანია, გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე,  გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge