Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:59 12.02.2018
ვითიბი ბანკი ვადიან ანაბარზე აქციას იწყებს

12 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით მინიმუმ ერთ წლიანი, ლარში, ანაბრის გახსნის შემთხვევაში ვითიბი ბანკი მომხმარებელს 0,5% - ით გაზრდილ  განაკვეთს და გარანტირებულ საჩუქრებს სთავაზობს. ანაბრის მინიმალური თანხა 5000 ლარია, დეპოზიტის მოცულობიდან გამომდინარე, ყველა მეანაბრისთვის გათვალისწინებულია გარანტირებული სასაჩუქრე პაკეტი: უფასო სასაუბრო დრო ერთი წლის განმავლობაში, Mastercard-ის სხვადასხვა ტიპის ბარათი, პირადი ბანკირის მომსახურება და ბილეთები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში.


 

რაც უფრო დიდი თანხის დეპოზიტია გახსნილი მით უფრო მეტი საჩუქარია გათვალისწინებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge