Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:26 12.02.2018
12 თებერვალი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელშიც 71 ადამიანი იმყოფებოდა, 12 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.



ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს გამოცდილი მფრინავი ვალერი გუბანოვი მართავდა, რომელსაც მთლიანობაში, ხუთი ათასი საათი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, მათგან 2800 საათი სწორედ „ან-148“-ზე ფრენის.



ამავდროულად, „რუსეთის ფოსტამ“ უარყო ვერსია, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი, შესაძლოა, აფრენისას ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. უწყებაში განმარტეს, რომ მათ ვერტმფრენი საერთოდ არ გააჩნიათ და მხოლოდ ორ თვითმფრინავს ფლობენ.


უკვე გამოქვეყნდა იმ მგზავრთა სიაც, ვინც აღნიშნულ რეისზე იყო დარეგისტრირებული. მათ შორის არის ერთი ბავშვი.

ავტორ(ებ)ი : „რია ნოვოსტი“