Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:18 10.02.2018
ილონ მასკის კოსმოსური სიმბოლიზმი

გიგანტური რაკეტის Falcon Heavy-ს წარმატებული გაშვების შემდეგ, ილონ მასკმა კოსმოსის შესწავლის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა. მისი წარმატება არამხოლოდ სამეცნიერო-ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, არამედ სამეცნიერო-ფანტასტიკური შოუ იყო, - წერს BBC. 

 

ვარსკვლავის ადამიანი


ადამიანი კოსმოსში ყოველთვის უფრო საინტერესო მოვლენაა, ვიდრე რკინის მოწყობილობა, თუნდაც ეს სპორტულ კაბრიოლეტში მყოფი მანეკენი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მასკს ადამიანი არ გაუგზავნია, კოსმოსში Tesla-ს თოჯინა გაუშვა. პირდაპირ ტრასლაციასაც შეგიძლიათ ახლაც ადევნოთ თვალი.

 

დევიდ ბოუი


ის, რომ მასკს დევიდ ბოუი უყვარდა, დიდი ხანია ცნობილია. Tesla-ს ხელმძღვანელმა თავის პირად ავტომობილში "ვარსკვლავის ადამიანს" (Starman) იმავე სახელწოდების სიმღერა ჩაურთო, რომელსაც კაბრიოლეტი მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელზე მიჰყავს. 

 

"ცაში ვარსკვლავის ადამიანია, მას სურს, რომ ჩამოვიდეს და გაგვიცნოს, მაგრამ ეშინია", - მღეროდა ბოუი.

 

ვარსკვლავის ადამიანს მზისკენ მიმავალი დიდი გზა ელის, ამიტომ მასკმა თოჯინის პლანეტათაშორისი მარტოობა ბოუის კიდევ ერთი კოსმოსური შედევრით შეამკო, სიმღერით Space Oddity. რაკეტის ანიმაციის ტრეილერისთვის მასკმა ასევე ბოუის სიმღერა Life On Mars აირჩია.


კაბრიოლეტი

ილონ მასკის კომპანია Space X-მა კოსმოსში ბიზნესმენის მეორე კომპანიის Tesla-ს ავტომობილი გააგზავნა. შთამბეჭდავი მარკეტინგული სვლა მხოლოდ კონკურენტების დამარცხებაზე გათვლილი არ იყო. მასკს ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ Tesla არამხოლოდ ყველაზე სწრაფი მანქანაა, არამედ ადამიანის შემოქმედების უდიდესი მიღწევა. 

ავტომობილს მასკმა დააწერა: "დამზადებულია ადამიანების მიერ, პლანეტაზე დედამიწა".

 

 

"პანიკის გარეშე!"

ავტომობილის სალონის წინა ნაწილზე წარწერა, შეგვიძლია მასკის მხრიდან აქციონერებისა და Tesla-ს მყიდველებისთვის განკუთვნილ გზავნილად მივიჩნიოთ. 

 

თუმცა მასაც აქვს ისტორია: DON'T PANIC დუგლას ადამსის საკულტო ნოველის The Hitchhiker's Guide to the Galaxy-ს ("ავტოსტოპით გალაქტიკაში") გარეკანიდან წამოღებული ფრაზაა. 

 

აიზეკ ასიმოვი

ვარსკვლავის ადამიანის მანქანაში მასკმა ამერიკელი ავტორის აიზეკ ასიმოვის წიგნების სერია Foundation-ი ჩადო, რომლის მთავარი გმირი ჰერი სელდონი მათემატიკოსია, რომელიც კაცობრიობის ქონებას გადაარჩენს. წიგნების ტექსტი უმძლავრეს კვარცის მინაზეა დატანილი, რომლის ვარგისიანობის ვადაც 13 მილიარდი წელიწადია. 

 

სიყვარული

რაკეტა Falcon-ის ნაწილები SpaceX-ის პლატფორმაზე დაბრუნდა, რომელსაც "რა თქმა უნდა მე ისევ მიყვარხარ" ჰქვია "Of Course I Still Love You".

 

ისევე, როგორც მეორე პლატფორმის სახელი "არ დაგავიწყდეს ინსტრუქციის წაკითხვა" ("Just Read the Instructions") - მასკმა შოტლანდიელი ავტორისგან იენ ბენქსისგან წამოიღო, რომელიც ასეთ უცნაურ სახელწოდებებს აძლევდა თითქმის ყველა კოსმოსურ ხომალდს თავის გამოგონილ სამყაროში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge