Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

ბადრიჯანი იდეალური კომპონენტია სალათების მოსამზადებლად. ამ ბოსტნეულის მომზადება ნებისმიერი ხერხით შეგიძლიათ. დღეს შემოგთავაზებთ ამ პროდუქტისგან დამზადებულ სალათას.

 

ინგრედიენტები:

  • 2-3 ცალი ბადრიჯანი
  • 1 ცალი კარტოფილი
  • 2 კბილი ნივრის
  • 2 ცალი კვერცხი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1 შეკვრა მწვანე ხახვი
  • 1 შეკვრა ქინძი
  • 1 ცალი ხახვი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი რგოლებად დაჭერით. კვერცხს მოაყარეთ მარილი და პილპილი და მასში ბადრიჯნის ყოველი რგოლი ამოავლეთ. შეწვით ტაფაზე.

2. კარტოფილი თხლად დაჭერით და შეწვით იქამდე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ასევე დაჭერით ბულგარული წიწაკაც.

3. გაცივებული ბადრიჯანი და ხახვი დაჭერით, ასევე წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი. ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, დაუმატეთ კარტოფილი, სალათას ზეთი მოასხით. კარგად აურიეთ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge