Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:13 10.02.2018
"ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს"–სოზარ სუბარი მუხთარლის განცხადებაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.



როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცების ვერსია აბსურდია, რადგან რაიმე მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო, მას ბევრი თვითმხილველი ეყოლებოდა.



რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მოხდა აფგან მუხთარლი საზღვარზე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რასაც გამოძიება დაადგენს.



„როცა ადამიანი ციხეშია, კარგად მესმის, მას შეიძლება ბევრი რამ აწუხებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებაზე აქვს პრეტენზია. ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადებები, რომელიც მან გააკეთა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.



აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, მისი გატაცება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გარეშე ვერ გადაწყდებოდა. გარდა ამისა, მუხთარლი ხელს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსაც ადებს. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge