Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:41 10.02.2018
,,ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, - სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 



როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს აქვს ორი მხარე - პოლიტიკური და სამართლებრივი.



„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში. 2016 წლის არჩევნებამდე და ის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, თუმცა 2016 წლის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის მიმართ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ესაა შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროცედურები“, - განაცხადა კობახიძემ. 



რაც შეეხება იმას, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე ხელახლა მის ექსტრადირებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი უწყებების საქმე და მას არ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. 



„პოლიტიკური ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ არსებობს“, - დასძინა კობახიძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge