Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:17 10.02.2018
,,იქ უკვე ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას...“ - სად გადავიდა საცხოვრებლად მიხეილ სააკაშვილი?!

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში საცხოვრებელი შეიცვალა და კასტიოლნაიას ქუჩიდან, კიევის ცენტრიდან მოშორებით გადავიდა. 



„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Fairmont-თან განუცხადა. „თუ გაინტერესებთ, როგორ მდიდრულად ვცხოვრობ, ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში 22-ე სართულზე ცენტრიდან შორს, მოსკოვის მოედანთან“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რას აკეთებდა სასტუმროში.



„ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტობის შედეგად ფული დავაგროვე იმისთვის, რომ ოროთახიანი ბინა მექირავებინა. კოსტელნაიადან უკვე გადავედი, რადგან ეს იყო ოფისი და იქ უკვე ვეღარ გავაგრძელებდით ცხოვრებას“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, სასტუმროში „სერიოზულმა უცხოელმა სტუმრებმა“ ჩაის დასალევად დაპატიჟეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge