Powered by Jasper Roberts - Blog

12:11 10.02.2018
დღეს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბელგიას დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნები 2018 წლის პირველ შეხვედრას ქუთაისში, "აია არენაზე" გამართავენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. 

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღემდე ბელგიას სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ გაიმარჯვა. 



საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 18-წლიანი ტრადიციის თანახმად, "ბორჯღალოსნები" წლის პირველ 5 თამაშს თებერვალ-მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მართავენ, რომელსაც 2015 წლამდე ერთა თასი ეწოდებოდა. გარდა სახელისა, რამდენჯერმე შეიცვალა ტურნირის ჩატარების ფორმატი და ჩემპიონი ხან ერთი, ხანაც ორი წლის ჯამის შედეგად ვლინდებოდა.



ამრიგად, განვლილ 18 წელიწადში ჩემპიონი სულ 15-ჯერ გამოვლინდა და ყველაზე მეტჯერ - 9-ჯერ პირველი ადგილი საქართველოს ერგო, აქედან 6-ჯერ "ბორჯღალოსნებმა" ტურნირის ყველა თამაში მოიგეს.



საქართველოს უმთავრესი კონკურენტი რუმინეთია, რომელმაც მთავარი ჯილდო 5-ჯერ მოიპოვა, მათ შორის ბოლოს 2017 წელს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge