Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

3 თებერვალს, მოსკოვის დროით 17:40 ზე, გიორგი გაბედავა მივიდა დმიტრი ულიანოვის ქუჩაზე, ქალაქ მოსკოვში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საკუთარი ნივთების ასაღებად, რა დროსაც მას სახლში უნდა დახვედროდა ბინის ერთ-ერთი მეპატრონე ბესიკ ქადარია, მაგრამ ის სახლში არ დახვდა და დახვდა მისი ნათესავი ვისი ვინაობაც ამ დრომდე უცნობია.

 

გიორგი გაბედავას 3 ტყვია მოხვდა და რკინის მძიმე ყინულის სატეხით აქვს ჩამსხვრეული ცხვირი და სახის ძვლები.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბედავა 2 კვირით ადრე უნდა გადასულიყო ამ ბინაში, მისი მეგობრის კუთვნილ ოთახში, ივანე სახელაშვილი და ბესიკ ქადარია გახლავთ 1 ბინის მეპატრონეები, ივანე სახელაშვილმა გიორგის დაუთმო თავისი ოთახი 20 დღით, სანამ გიორგი სხვა ბინას მოძებნიდა.

 

როდესაც გიორგი და ივანე მივიდნენ ბინაში გადასასვლელად და ბარგი მიიტანეს, ბესიკ ქადარიამ და მისმა ცოლმა განახორციელეს თავდასხმა ივანე სახცელაშვილის მიმართ და დაიწყო კონფლიქტი, გიორგი გაბედავამ განმუხტა ჩხუბი და ივანე სახელაშვილი წაიყვანა ბინიდან ამიტომ მან ვერ შეძლო ბინიდან ნივთების წამოღება. 3 თებერვალს ამ ამბიდან დაახლოებით 2 კვირა იყო გასული, გიორგიმ წინასწარ გააფრთხილა ბესიკ ქადარია, რომ მოვიდოდა 3 თებერვალს და დახვედროდა სახლში რომ რაიმეს წაღება არ დაებრალებინა, რასაც ეხლა აბრალებენ გიორგი გაბედავას, გიორგი გაბედავა მივიდა და ეს ყველაფერი ვიდეოზე აღწერა, რომელსაც ჩვენ ექსკლუზიურად გთავაზობთ. ვიდეოში ნათლად ჩანს როგორ ურეკავს გიორგი ბესიკ ქადარიას, მის ტელეფონზე პასუხობს მისი ნათესავი და ეუბნება, რომ ბესიკ ქადარია გასულია სახლიდან, გიორგიმ გააღებინა კარი ნათესავს, უკონფლიქტოდ შევიდა და გამოიტანა საკუთარი ნივთები, ჩაალაგა მანქანაში რა დროსაც მას მოუახლოვდა ბესიკ ქადარია სიძე და სთხოვა ბესიკ ქადარიას დალოდებოდა, ბესიკ ქადარია მოვიდა და დაიწყო პროვოკაცია გიორგი გაბედავას წინააღმდეგ. ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს. გიორგი გაბედავასთვის დანის ჩარტყმას შეეცადა ბესიკ ქადარიას სიძე ვინმე დავიდი, შემდეგ ბესიკ ქადარიამ 3 ტყვია ესროლა გიორგი გაბედავას რა დროსაც ბესიკ ქადარიას სიძემ გიორგი გაბედავას 3 ჯერ ჩაარტყა დიდი რკინის ყინულის სატეხი. გიორგი გაბედავას თქმით ბესიკ ქადარია ცდილობდა მისთვის თავში ესროლა მაგრამ ვერ მოახერხა.

 

გიორგი გაბედავას 2 საათი უკეთებდნენ ოპერაციას, ამოღებულია ტრავმატული იარაღის ტყვიები, პოლიციამ ასევე ამოიღო დანა რომლითაც ცდილობდნენ გიროგი გაბედავას მოკვლას.

 

გიორგი გაბედავა ამჟამად სახლში გადის მკურნალობას და ელოდება სახის და ცხვირის ოპერაციას. გამოძიებამ ეჭვმიტანილები დაკითხა, ისინი აცხადებენ რომ გიორგიმ არ გააფრთხილა და ისე მივიდა ბინაში და შემთხვევით შეხვდნენ სადარბაზოში გიორგის რის შემდეგაც დაიწყო კონფლიქტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge