Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:27 09.02.2018
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხშირი ტარება ტერფის დეფორმაციას იწვევს

არსებობს ფეხსაცმელი, რომელიც მხოლოდ დროდადრო უნდა ვატაროთ. ბრტყელტერფიანობისა და ტერფის დეფორმაციისკენ მიდრეკილება ფეხების დაავადების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. სტატისტიკის მიხედვით, ერთადერთი ადგილი, სადაც ქალებსა და მამაკაცებში ტერფის დეფორმაციის როდენობა დაახლოებით თანაბარია - ტეხასია. აქ ორივე სქესის წარმომადგენლები ატარებს კოვბოურ ჩექმას. სამაგიეროდ, პოლინეზიაში ტერფის მძიმე დეფორმაციები ძალიან იშვიათია, რისი მიზეზიც ისაა, რომ მთელი მოსახლეობა ფეხშიშველი ან მოხერხებულ სანდლებში დადის.



ექიმების აზრით, ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 2-4 სმ-ია. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სისტემატურად ტარება ბრტყელტერფიანობის განვითარებას უწყობს ხელს.



თანამედროვე ბოტასი - ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი სახეობაა. მასში სპეციალური ამორტიზაციური კონსტრუქციაა.


ზოგადად, ფეხსაცმელი უნდა შეესაბამებოდეს ამინდს, ტერფის ფორმასა და ვითარებას. ის უნდა იყოს თავისუფალი, კარგად ვენტილირებული, არ იწვევდეს სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და ფეხის თითების შეცილებას (მდებარეობის ცვლილება).

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge