Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:02 09.02.2018
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა გემი იძირება

ვერძი - არ დაელოდება გემის ჩაძირვას და თავით გადახტება წყალში

 

კურო - სწრაფად წერს ანდერძს სადაც ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევაში ქონება სფლავში ჩააყოლონ;

 

ტყუპები - ტივს აკეთებს ჩუმად;

 

კირჩხიბი - უკანასკნელ წერილს თვალცრემლიანი წერს - მეგონა დედასთან დამშვიდობებას მოვასწრებდი, ბევრჯერ მიფიქრია ამ დღეზე;

 

ლომი - ამშვიდებს გარშემომყოფებს და ამაყად ამბობს: ნუ გეშინიათ, მე ბედი არ გამწირავს და ჩემს გვერდით იყავით;

 

ქალწული - ახლა ამის დრო იყო? ნეტა სახლის დასუფთავება მაინც მომესწრო;

 

სასწორი - ნუ ნერვიულობთ ხალხო, იქნებ გადავრჩეთ, მაგრამ თუ ჩავიძირეთ გავგიჟდები;

 

მორიელი - სად გარბიხართ, მაინც ყველა დაიხრჩობით, სიკვდილის შიშით რას ირცხვენთ თავს?

 

მშვილდოსანი - წყალქვეშა სამყარო თუ მართლა არსებობს, „მაგარ პონტში გავიჩითებოდი“;

 

თხის რქა - ტყუპებს საწყობში კეტავს, ტივს ითვისებს და მგზავრებს გადარჩენას ფულის სანაცვლოდ სთავაზობს;

 

მერწყული - სევდიანი უყურებს ცას, რა მშვიდი საღამო იყო და რას ვიფიქრებდიო;

 

თევზები - ორი დღის წინ სუიციდს რომ გადამარჩინეს, სიცოცხლეს შევეგუე და ახლა? 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge