Powered by Jasper Roberts - Blog

17:09 08.02.2018
როგორ მზადდება “ბაუნტის” შოკოლადი სახლის პირობებში?

ბაუნტის შოკოლადი უგემრიელესი და უნაზესი დესერტია, რომელსაც გემრიელად მივირთმევთ ხოლმე. მისი დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. ნუ შეშინდებით: რამე უჩვეულო ინგრედიენტები და ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ დაგჭირდებათ. ქოქოსის ფანტელი ჩვეულებრივი შეარჩიეთ – სიტკბოს გარეშე. ის შეგიძლიათ იყიდოთ, ან ქოქოსი გახეხოთ. სახლში დამზადებული ბაუნტი თქვენს ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ.

 

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი თეთრი შოკოლადი
  • 3 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
  • 1 ჭიქა შესქელებული რძე

 

მომზადების წესი:

1. ქოქოსის ფანტელი და შესქლეებული რძე ერთმანეთში აურიეთ. ხელები დაისველეთ და მიღებული მასა ისე გაყავით. მიეცით წაგრძელებული ფორმა. (ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები). გადაიტანეთ თეფშზე და 20 წუთით საყინულეში შედგით.

 

 

2. შოკოლადი წყლის აბაზანაზე გაადნეთ. ქოქოსის თითოეული ნაჭერი (ჩანგლის დახმარებით) მასში ამოავლეთ. შედგით საყინულეში.

ავტორ(ებ)ი : kulinariumi.ge