Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:42 08.02.2018
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე თბილისშია. როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. თასის ტური  საქართველოში კოკა-კოლამ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. დღესვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად იხილოს.

 

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, კოკა-კოლას, იმისათვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მსოფლიო თასი. მე ახლა არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა მსოფლიო თასი. სამწუხაროდ, მე სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა, საკლუბო დონეზე შევძელი ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის.ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო თასი დღეს ჩვენს დედაქალაქშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

 

FIFA- სმსოფლიოთასისტურიკოკა-კოლამ 2017 წლისსექტემბერსდაიწყო. ტურიპლანეტის 6 კონტინენტის 50-ზემეტქვეყანასმოიცავსდაცხრათვისგანმავლობაში 126000 კილომეტრსგაივლის.

 

 

მსოფლიო თასი თბილისში დღის ბოლომდე დარჩება. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში18:00 საათამდე შეეძლება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge