Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:51 07.02.2018
"პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს"- ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება. 

 

როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აღნიშნული პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს. 

 

ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.

 

„პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. როგორც ჩემთვის ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის მოქმედებებს არ შეუჩერებია კომპანიის საწარმოო პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით „ბადაგონის“ დამფუძნებლებს, საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით,“-აღნიშნავს ბიზნესომბუდსმენი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge