Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:30 03.02.2018
კექსი ჩირითა და თეთრი შოკოლადის მინანქრით

ინგრედიენტები:


კარაქი - 150 გ

 

არაჟანი - 2-3 ს/კ

 

კვერცხი - 3 ცალი

 

შაქარი - 250 გ

 

ვანილი - 1 შეკვრა

 

1 ლიმონის ცედრა და წვენი

 

რომი ან კონიაკი - 1 ჩ/კ

 

ფქვილი - 350 გ + 1 ს/კ ჩირებისთვის

 

სხვადასხვა ჩირები - 1 ჭიქა (მსხვილი ჩირები დავჭრათ)

 

გამდნარი თეთრი შოკოლადი - მოსასხმელად

 

მომზადების წესები:


დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, ლიმონის ცედრა და წვენი, ფქვილში არეული სოდა, ვანილი და კონიაკი. ჩირებს შევურიოთ ფქვილი და დავუმატოთ ცომს.

 

კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაფრქვიოთ ფქვილი, ჩავდოთ ცომი და გამოვაცხოთ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ გული კარგად არ გამოშრება. მზა კექსს მოვასხათ გამდნარი თეთრი შოკოლადი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge