Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:17 29.01.2018
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე გაცოცხლებული რეზო ინანიშვილის ნოველების გმირები - პრემიერა

28 იანვარს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე პირველად, რევაზ ინანიშვილის ნოველების პრემიერა გაიმართა.

 

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" თეატრის საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, სპექტაკლის რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა, - ოთარ ბაღათურიამ, ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის  რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტურ ქარგაში  გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები - მაია სხირტლაძეს, მუსიკალური გაფორმება კი, -  ლექსო ტურიაშვილს.

 

 

რეზო ინანიშვილის საოცრად ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოები ძალიან იშვიათად იდგმება ქართულ სცენაზე. წარმოდგენაში განსახიერდა ისეთი მარადიული თემები, როგორიაა ღირსება, სიყვარული, თანადგომა, ადამიანობა... 

 

 

ადამიანო, იცოდე, რომ მარტო ხარ! მარტო! იჩქარე, რომ დროზე ააგო შენი ასაგები კოშკი“.

 

ჩემი ჩანაწერები ნამცეცებად ქცეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა“- წერდა მწერალი.

 

 

ოთარ ბაღათურია, - სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი:

 

,,რეზო ინანიშვილის ნოველების დადგმა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ფიქრობ, მიუხედავად მისი უდიდესი ნიჭიერებისა, ის სათანადოდ არ არის დაფასებული. ის იშვიათი მწერალია და ძალიან ახლოსაა ჩემთან.

როდესაც მასზე მუშაობა გადავწყვიტე და მისი ნამუშევრები თავიდან გადავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ არც მცოდნია და ძალიან მომინდა, რომ ეს ყველაფერი მაყურებელს თავლსაჩინოდ ენახა. განსაკუთრებით, მოსწავლეებისთვის იქნება ეს საინტერესო, რომლებიც, ამ მასალას, სკოლაშიც გადიან.

ზოგადად, რეზო ინანიშვილის ნოველები, თეატრში ძალიან იშვიათად იდგმება. ერთ-ერთი მიზეზი, რომ მისი გმირები ჩვენს სცენაზე გაცოცხლებულიყვნენ, ესეც იყო.

ვიმუშავეთ დიდი მონდომებით და ვფიქრობთ, გამოგვივიდა.“

 

იოსებ მოლოდინაშვილი, - მსახიობი:

 

,,ჩემს როლზე მუშაობის პროცესი ცოტა რთული იყო, იმდენად, რამდენადაც, როგორც თავადაც ნახეთ, დღეს სცენაზე წარმოდგენილი იყო რეზო ინანაიშვილის რამდენიმე ნომველა და არა - ერთი ამბავი.  დრამატურგიისგან განსხვავებით, აქ მსახიობმა ისე უნდა ითამაშოს, რომ რაც შეიძლება კარგად და ბუნებრივად გადაებას  ერთამნეთზე სხვადასხვა ეპიზოდი, ამბავი, - ისე, რომ საბოლოოდ, ერთი მთლიანობა შეიქმნას.

 

აქედან გამომდინარე, ემოციურადაც ცოტა რთული იყო ამის შესრულება. დღეს დილით გვქონდა ბოლო რეპეტიცია, ხოლო ის, თუ როგორ გავართვით თავი ამ ყველაფერს, თავად მაყურებელმა განსაჯოს.“

 

 

რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ნატვრის ხე“, „ქვიშანი დარჩებიან“, „ჩირიკი და ჩიკოტელა, „არდადეგები“, „დედუნადა სხვა.

 

 

დღეიდან, რევაზ ინანიშვილისნოველებიმოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში იქნება.

 

 

 

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge