Powered by Jasper Roberts - Blog

11:17 29.01.2018
29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დეტალებისადმი მეტი დაკვირვება გმართებთ. რჩევები ჰკითხეთ გამოცდილ ადამიანებს, უფროსს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაიუმჯობესეთ დღის, ძილის რეჟიმი. 



კურო
საქმეებში "ბრმად" ნურავის ენდობით. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისა და შვილებისთვის. თუ დროს სწორად გადაანაწილებთ, გართობისთვისაც მოიცლით. 



ტყუპი
ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებებზე, დაბრკოლებებზე. ყველაფერს იუმორით შეხედეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების, პირადი ურთიერთობების მოსაგვარებლად. 



კირჩხიბი
იყავით დაკვირვებული და დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ. გადაამოწმეთ ინფორმაციები, ნუ ენდობით საეჭვო პირებს, გულის ამაჩუყებელ ისტორიებს. 



ლომი
მეტი ყურადღება დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას, მოერიდეთ ავანტიურულ ოპერაციებს. გააკონტროლეთ საქმიანი პარტნიორები. 



ქალწული
ყური დაუგდეთ უფროსი ნათესავის, კოლეგის რჩევებს. არჩევანში რომ არ შეცდეთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ საეჭვო საქმეებს. 



სასწორი
ნუ ენდობით მათ, ვინც ერთხელ უკვე მოგატყუათ. განსაკუთრებით, ტურისტულ სფეროში, უცხოურ კომპანიებში. დღეს სხვათა საიდუმლოებების გამოააშკარავებთ. 



მორიელი
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლნოთ. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს საქმეების მოგვარებაში, მაგრამ საკუთარ საქმეებში ნურავის ჩაახედებთ. დაკვირვებულად იმოქმედეთ. 



მშვილდოსანი
თუ თქვენი საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობას არ მოითხოვს, მეტად დაისვენეთ. გადახედეთ შესრულებულ სამუშაოს, შეიტანეთ კორექტივები. მოერიდეთ ინტრიგებს. 



თხის რქა 
დღეს სასურველს მიაღწევთ და გარშემო მყოფებს დაარწმუნებთ, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხართ. მეტი დრო დაუთმეთ პირადი საქმეების მოგვარებას. 



მერწყული
იდეებით აღსავსე ხართ, მაგრამ მათ განსახორციელებლად გამოცდილი ადამიანები და ფინანსები გჭირდებათ. რეალურ და საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. 



თევზები
ორჯერ დაფიქრდით, სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ ან საბოლოო გადაწვეტილებას მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge