Powered by Jasper Roberts - Blog

15:20 26.01.2018
პანკისის ხეობის უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

პანკისის ხეობის მოსახლეობა მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ უხუცესებმა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა დღეს მაჩალიკაშვილების სახლში საგანგებო განცხადება გააკეთეს.



მათი თქმით, საჭიროა დაუყონებლივ მოხდეს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რადგან გამოძიება არ გაჭიანურდეს და ობიექტურად წარიმართოს.


ადგილობრივები ასევე მოითხოვენ პასუხს, თუ რატომ ჩატარდა ასეთი მეთოდებით სპეცოპერაცია და რატომ ესროლეს მძინარე ახალგაზრდას.


შეგხსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge