Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:46 26.01.2018
28-29 იანვარს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად, რევაზ ინანიშვილის ნოველები იდგმება

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე პირველად რევაზ ინანიშვილის ნოველები იდგმება.


როგორც თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ,,ჯორჯიან თაომსს" აცნობეს, რეჟისორმა და ინსცენირების ავტორმა ოთარ ბაღათურიამ ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსის  რამდენიმე ნოველა ერთ სიუჟეტურ ქარგაში  გააერთიანა. სცენოგრაფია აივენგო ჭელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები  მაია სხირტლაძეს, მუსიკალური გაფორმება ლექსო ტურიაშვილს.


ინანიშვილის საოცრად ადამიანური და სითბოთი გამსჭვალული ნაწარმოები იშვიათად იდგმება ქართულ სცენაზე. warmodgena exeba iseT maradiul Temebs, rogoricaa Rirseba, siyvaruli, adamianoba, erTguleba da Tanadgoma.


„ადამიანო იცოდე რომ მარტო ხარ! მარტო! იჩქარე, რომ დროზე ააგო შენი ასაგები კოშკი“. ოთარ ბაღათურიას სპექტაკლი  სხვადასხვა ეპოქაში ადამიანთა ყოფის თემას ეხმიანება . „ ჩემი ჩანაწერები ნამცეცებად ქცეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა“- წერდა მწერალი.


რევაზ ინანიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ ნატვრის ხე“, „ ქვიშანი დარჩებიან“, „ ჩირიკი და ჩიკოტელა, „ არდადეგები“, „ დედუნა“ და სხვა.


 

28 იანვარს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა- რევაზ ინანიშვილის „ ნოველები“ დიდ სცენაზე გათამაშდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge