Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:29 24.01.2018
,,ჯორჯიან თაიმსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელარუსიის პრეზიდენტი - ალექსანდრე ლუკაშენკო, მარტის დასწაყისში საქართველოს ეწვევა

,,ჯორჯიან თაიმსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელარუსიის პრეზიდენტი - ალექსანდრე ლუკაშენკო, საქართველოში ვიზიტს გეგმავს.

 

ჩვენივე ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ჩამოსვლას მარტის თვის დასაწყისში გეგმავს.

 

ეს ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი არ იქნება საქართველოში - გი თბილისს 2015 წლის აპრილში ეწვია, რის შემდეგაც, მან საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას მასპინძლობისთვის მადლობაც გადაუხადა:

 

მადლობას ვუხდი თქვენს პრეზიდენტს, მთავრობას საქართველოში მიწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი ნათელი და სასარგებლო იყოს.

ვფიქრობ,  ამ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოსვლას კვლავაც შევძლებ",  - განცხადა ლუკაშენკომ ვიზიტის დასასრულს.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

 

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში.

 

აღნიშნული ვიზიტი კი, საქართველოსა და ბელარუსიას შორის, ამ მიმართულებებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს. 



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge