Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:25 18.01.2018
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარა მაყურებელს „ რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს.


ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. პატარა მაყურებლს, რწყილისა და ჭიანჭველას თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს, სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.


სპექტაკლს ორი რეჟისორი ყავს: დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია, რომელიც აღნიშნული დადგმის ქორეოგრაფიც გახლავთ. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა თოჯინები, რომლებიც მხატვარ ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნის. მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს.


სპექტაკლში მონაწილეობენ: გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ ფაიქრიძე.


„რწყილი და ჭიანჭველას „ პრემიერა მცირე სცენაზე, 20 იანვარს 17 საათზე შედგება. საპრემიერო სპექტაკლები გაიმართება 21 და 27 იანვარს.

 

 

აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ რწყილი და ჭიანჭველა“ 16-26 თებერვლამდე მიწვეულია  იაპონიაში, საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტაჟი აზიის“ ეგიდით გაიმართება. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge