Powered by Jasper Roberts - Blog

15:57 17.01.2018
გენშტაბის უფროსი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს ნატოს შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა, 2017 წლის განმავლობაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტიური ჩართულობით გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მთელი ციკლის ლოგიკური და რაციონალური გაგრძელება იყო.


შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა გახსნა. ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. ნატოს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი დონე დადებითად შეაფასა. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.


ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ხაზგასმით აღნიშნეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  2018 წელს, ავღანეთში, ნატოსმტკიცე მხარდაჭერისმისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.


ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები წელს, ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე განიხილება.


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე პარტნიორ ქვეყნებთანნატოს საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისადამტკიცე მხარდაჭერისმისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომებსაც დაესწრო.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge