Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:21 17.01.2018
,,ჯორჯიან თაიმსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საფეხბურთო გუნდ ,,რუსთავის მეტალურგის" მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევი ინიშნება

,,ჯორჯიან თაიმსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელის, - ვალერი გაზაევის ვაჟი, - ვლადიმერ გაზაევი, უახლოეს პერიოდში, საფეხბურთო გუნდ ,,რუსთავის მეტალურგს" ჩაუდგება სათავეში და ის ამჟამინდელ მწვრთნელს -  ვარლამ კილასონიას ჩაანაცვლებს.  


თავად ვალერი გაზაევი, წლების განმავლობაში, რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახლდათ. რამდენიმე წლის წინ კი, მან პოლიტიკაში გადაინაცვლა და რუსეთის დუმის მანდატი მოიპოვა


მამის მსგავსად, 37 წლის ვლადიმერს, ამ მიმართულებით, უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი. იგი პრო-ლიცენზიის პატრონია, მისი ბოლო საქმიანობა  კი ყაზახურ  გუნდ აქტობეს“ უკავშირდება. მანამდე, ის მშობლიურ ვლადიკავკაზის გუნდ - ალანიაშიჯერ მამის თანაშემწე იყო, შემდეგ კი, - მწვრთნელი. მას დამთავრებული აქვს ევროპის  საფეხბურთო მწვრთნელთა სკოლა.


ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში, ვლადიმერ გაზაევის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო გუნდ ,,რუსთავის მეტალურგს"  წინ დიდი წარმატება ელის.  

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge