Powered by Jasper Roberts - Blog

12:38 13.01.2018
"საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე კრიზისია"–გურამ ქართველიშვილი

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"საქართველოს ,,ელიტა,, თუ, გადამთიელთა ,,ყოჩაღები,,?


საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ--საგანმანათლებლო ასპარეზზე კრიზისია...ქვეყანაში გაბატონებულმა, 26 წლიანმა გლობალისტურმა რეჟიმმა, მძიმე შედეგები უკვე მოუტანა ქვეყანას, თითქმის ყველა მიმართულებით... ამ წერილში აღარ მოვყვები ფუძიდან აყრილი ქართველების ემიგრაციულ თუ, სამშობლოში ჯოჯოხეთად ქცეულ ყოფაზე საუბარს, რადგან ეს ჩვენი, უბრალო მოკვდავთა ყოველდღიურობაა და ამ წერილის მკითხველთა დიდი უმრავლესობაც, ამ ყოფაში ათენ-აღამებს... აქ უფრო, საზოგადოების იმ ფენის ჩემეული შეფასება მინდა მოგახსენოთ, რომელიც ქვეყნის ზედაფენად ჩამოაყალიბა, ამ ოცდახუთწლიანმა სახელმწიფოებრივმა ვაქჰანალიამ და ხშირად ,,ელიტის,, შარავანდედითაა შეფუთული მედიის და აქედან გამომდინარე ჩვენს მიერაც...... არადა ეს ,,პატივცემულთა,, კასტა იმ საბჭოური ,,თანასწორობიდან,, მოდის, რომლიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა ჩვენ საზოგადოებაში... ამიტომ ამ ფენის შრეები, უმეტესად იმ ადამიანებისგანაა შევსებული ვინც 1991 წლის შემდეგ მოექცა ქვეყანაში, მაღალ პოლიტიკურ თუ, სარფიან- ჩინოვნიკურ სადავეებთან...(აქ არ ვგულისხმობ ბიზნესმენებს, რომლებიც მუხლჩაუხრელი შრომით დაწინაურდნენ და არანაკლებ წნეხს განიცდიან რეჟიმისგან) ყველაფერი იმით დაიწყო,რომ კომუნისტური რეჟიმის ,,ელიტის,, სუპერ კორუფციულ, კრიმინალურ და ჩრდილოვან ეკონომიკაში ,,ნაშოვნი სავეცკი მაყუთის,, კონვერთაცია მოხდა დოლარში და ასე დაედო სათავე ქართველ ,,ფულიანთა,, ფენას. მრავალი მათგანი, საქართველოდან წავიდა თავისი კაპიტალიანა, ხოლო საქართველოში დარჩენილთა ნაწილმა ჯერ გამსახურდიას მთავრობაში ,,მოაკვარახჭინა,, თბილი მდგომარეობის შენარჩუნება, ხოლო 1991 წლის სამხედრო გადატრიალებაში ერთერთი მთავარი როლი ითამაშა... საკუთარი კაპიტალის თუ, მდგომარეობის შესანარჩუნებლად ,,აჯანყებულმა,, მაშინდელმა პოლიტიკურმა თუ, ინტელექტუალურმა ზედაფენამ, დასაყრდენის როლი შეასრულა იმ გარე ძალებისთვის, რომელმაც გამსახურდიას ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა... შემდეგ, ამერიკა- რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად ქცეულ საქართველოში მხედრიონი გააბატონეს... ახალმა ძმათამკვლელმა და ყოველივეს ძარცვის რეჟიმმა, ნოყიერი ასპარეზი შექმნა შავი კაპიტალის ბრუნვისთვის და ერის ,,ყოჩაღებმაც,, რამდენადმე გაზარდეს საკუთარი ,,იმპერიები,,.... მხედრიონს ,,მოქალაქეთა კავშირის,, ანარქიული დიქტატურა მოყვა და ის სასწაულად გადარჩენილი ფაბრიკა ქარხნებიც ჯართად გაიყიდა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა ემუშავა... ხოლო იქიდან ამოღებული თანხა კვლავ ,,ყოჩაღებმა,, ჩაიჯიბეს- ტყეები გაჩეხეს, ფერადი ლითონები გაყიდეს, კუპონიზაციის აფიორით, საქართველოს ხაზინა თანდათან გადაიყვანეს პირად, თუ პარტიულ ანგარიშებზე, სასოფლო ტექნიკა გაანიავეს და საკმაოდ მდიდარი საბჭოთა მეურნეობების, ცოცხალი თუ, უძრავი ქონება პირწმინდად გაძარცვეს, ხოლო ამით ჯერ კიდევ სისხლსავსე ქართულ სოფლებს, ფუძიდან აყრის ყველა პირობა შეუქმნეს...

 

,,შევარდნაძეების კლანის,, საქართველოში, კაპიტალ გამრავლებულ ,,ყოჩაღებს,, ,,ვარდების რევოლუციამ,, მოუსწრო და კრიზისული პერიოდი დაუდგათ, რადგან ,,კმარას,, ტალღაზე, ხელისუფლებაში მოსულ ბოგანოთა ხელში აღმოჩნდნენ... ბოგანოები კი, ნაკლებად აპირებდნენ ბოგანოებად დარჩენას და ამიტომ ჯერ ორთაჭალის და მერე გლდანის ციხის იზოლიატორებში გადაუფორმეს საკუთარ ,,სიდედრებს,, ,,ყოჩაღების,, ქონება თუ საბანკო ანგარიშები... დასავლეთისგან ზურგგამაგრებული ,,ნაცები,, მონღოლი ,,ბასკაკებივით,,(ხარკისამკრეფი) მოედვნენ ქვეყანას და ვითომ კორუფციასთან ბრძოლის ფარდის ქვეშ ქვეყნის ბიუჯეტი არაერთხელ ჩაიდეს ჯიბეში... მათი მდიდარი პარტიული ხაზინა კი, იმ ფულითაც არის გამოვსებული, რომელიც დასავლეთმა გამოგვიყო 2008 წლის ომის შემდეგ და წესით ხალხს უნდა მოხმარებოდა... ასე, რომ ,,ბიძინას ჯანყისას,, ჩვენ ქვეყანაში სახეზე იყო კომუნისტურში, მხედრიონულში,მოქალაქეთა კავშირში და ნაცრეჟიმში დაბადებული ,,ყოჩაღთა ელიტა,,... ,,ბიძინას ჯანყმა,, კი ხელისუფლებაში ახალბოგანოთა ჯგუფი შეიყვანა, ხოლო ამ ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილი, პირდაპირ ჩვენ წინ იქცა მილიონერად, იმ სამსახურის სანაცვლოდ, რომელიც მათ გლობალისტური რეჟიმის შენარჩუნებას გაუწიეს... რაღა გავაგრძელო თანამოქალაქეებო, იმ უბედურების გადმოცემას, რაც ქვეყნის თავს დატრიალდა და ტრიალებს, სქელტანიანი წიგნი არ ეყოფა... ერთს კი დავამატებ, რომ ქვეყნის ზედაფენა ისევ უცხო ძალების მიერაა დაკომპლექტებული და უკვე ავტომატურად ასრულებს მათვე დავალებებს... სახეზე გვაქვს სურათი, როცა ქართული ,,ელიტა,, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაა და მასში მოხვედრილი გონიერები რეჟიმისგან ბორკილდადებულნი... "–წერს გურამ ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge