Powered by Jasper Roberts - Blog

14:03 12.01.2018
ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია და ლეო ბოკერია ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ 259 პირს შორის მოხვდნენ

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.


კერძოდ, პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან: ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო და სხვები.



პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge