Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:30 12.01.2018
,,ლადო პაპავამ - ბიტკოინს ნუ ენდობით, რადგან იგი ფინანსური პირამიდააო... დალოცვილო, რომელი "ხილული" ფული არ არის ფინანსური პირამიდა?"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

 

,,ლადო პაპავამ - ბიტკოინს ნუ ენდობით, რადგან იგი ფინანსური პირამიდააო. დალოცვილო, რომელი "ხილული" ფული არ არის ფინანსური პირამიდა? აგერ, დოლარიანს საერთოდ ზედაც ახატია ეს პირამიდა. და აწერია კიდეც: „in god we trust“. ბიტკოინს არც არაფერი ახატია და არც აწერია, იგი საერთოდაც თავისუფალია ეკონომიკური თუ პოლიტიკური ძალაუფლების ყოველგვარი ხილული სიმბოლოებისგან და მისი მაინც სჯერათ! რაც მთავარია - დოლარიანზე გამოხატულ პირამიდას იცავს ზესახელმწიფო და მის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრiგი, ხოლო ბიტკოინს - თითქოსდა არც არაფერი, მაგრამ მისი მაინცსჯერათ!


რატომ? ნუთუ ყველა გიჟია, რომელიც ერთ ბიტკოინში 15 ათას დოლარს იძლევა? ნუთუ ეს მხოლოდ და მხოლოდ აფერისტების მიერ ადამიანების გასაგიჟებლად მოგონილი ფოკუსია და მეტი არაფერი?


დიახ. გარკვეულწილად ეს ასეა, მაგრამ გეკითხებით - რომელი ე.წ. სუვერენული ფული არ არის ფოკუსი? ანდაც არსებითად რითი განსხვავდება ანდაც სჯობს თუნდაც „ნამდვილი ფულის“ ე.ი. ოქროს ციებ-ცხელება ბიტკოინისას?


...მრჩება მყარი შთაბეჭდილება, რომ „ტრადიციულმა“ ეკონომისტებმა უკვე აღარაფერი იციან თანამედროვე, საინფორმაციო ანუ ტექნოლოგიური ეპოქის ეკონომიკისა. არ იციან თუნდაც იმიტომ, რომ ფულის კლასიკური განმარტებით არიან დაბრმავებულები. ანუ - მათ ვერ წარმოუდგენიათ სხვაგვარი პირამიდა, გარდა იმისა, რაც დოლარიანზეა დახატული.


არადა, მომავალი სწორედ კრიპტოვალუტებს ეკუთვნით. ფულის გაგება ტენოლოგიურ ეპოქაში - უკვე წმინდა ინფორმაციულია! ფული - ინფორმაციაა,ინფორმაცია და სხვა არც არაფერი! ინფორმაცია მატერიალურ ღირებულებებზე უფლებების შესახებ. გქონდეს ფული, ნიშნავს გქონდეს შესაბამისი ღირებულების მატერიალური წილი იმ ბაზარზე, რომელზედაც საქონელი (ყველა სხვა უფლება, მათ შორის ყველა სხვა ფული ასევე საქონელია) ამ ფულზე იყიდება. ადრე, ამ ინფორმაციის გამომუშავებას, გაყალბებისგან და მძარცველებისგან დაცვას, მიმოქცევას და ა.შ. სჭირდებოდა რთული, ფიზიკურად არსებული და პირამიდის სახით მოწესრიგებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური სივრცე - თავისი ბანკებითა თუ სახელმწიფო ინსტიტუციებით.


დღეს ინფორმაციის გამომუშვებას, დაცვას და გაცვლა-გამოცვლას მხოლოდ მსოფლიო ქსელი - ინტერნეტი და მისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ეს ქსელი და მისი ინფრასტურქტურა კი გაცილებით მყარია, ვიდრე პირამიდა, რომელიც დოლარინზეა გამოსახული. ნებისმიერი ფინანსური ან პოლიტიკური სისტემა ამ ქსელთან, ამ „სუპერ-პირამიდასთან“, რომლის ერთდროულად წვეროცა და ფუძეც ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერია დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ე.ი. სრულიად ახალ რეალობასთან უნდა ადაპტირდეს, თორემ ისევე გაცამტვერდება, როგორც თავის დროზე მაგ. მედიჩების ბანკმა (პირველ არხზე გადის მათ შესახებ სერიალი და შეგიძლიათ იხილოთ)გააცამტვერა ყველა და ყოველი, ვინც გზაზე გადაეღობა." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge