Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:57 11.01.2018
"პასუხი ყბადაღებულ შეკითხვაზე, თუ რატომ სძინავს საზოგადოებას"

ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"პასუხი ყბადაღებულ შეკითხვაზე, თუ რატომ  სძინავს საზოგადოებას:


ისეთი დრო გვიდგას ქართველებს, რომ თითეული ჩვენთაგანი ძვირფასია სახელმწიფოსთვის... ისეა დაშრეტილი ჩვენში, თვითგადარჩენის ჩვენეული და ათასწლეულებზე ნაცადი კულტურა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იმედ-უიმედობის ზღვარზეა...ადამიანები ისე არიან მთელი თავისი ცხოვრებით ამ წამლეკავ რეჟიმს მორგებული, რომ მათთვის სიმართლისთვის თვალის გასწორებაც კი რისკებთანაა დაკავშირებული... ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ზოგს სოციალური დახმარების შეწყვეტის, სხვას ,,ბიძინას პენსია,, ბოჭავს, ხოლო უმეტესობა სულის ამომხდელი საბანკო სისტემის ტყვეობაშია... ვინ როგორ ვართ შებოჭილი და ვინ როგორ... არადა, გლობალისტების მიერ დასმულმა მთავრობებმა, ისეთი ,,ველური,, სახელმწიფო სისტემა შექმნეს ქვეყანაში, რომ თითქმის ყოველი ჩვენგანისთვის მოიძებნა ,,ბორკილი,,... მოკლედ, რომ შევაჯამოთ, სახეზეა სახელმწიფოებრივი მდგომარეობა, სადაც, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს (მილიონერს თუ გაჭირვებულს) ეშინია რაღაცის დაკარგვის და მიუხედავად ამ ლიბერალურ-ფეოდალურ სისტემაზე პროტესტისა, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული... ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ხალხში სახელმწიფოებრივი გულგატეხილობის დამთესავი და სახიფათო ,,კოჰაბიტაციის,, შემდეგ ხუთმა წელმა გაიარა. დრო კი ისეა აჩქარებული, რომ ეს ხუთი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა, სხვადასხვა პოზიციაზე მდგარ პოლიტიკოსთა ისევ ერთ, გლობალისტურ პოზიციაზე დასაყენებლად... ,,ქართული ოცნების,, ,,ღალატმა,, კი, ,,ნაცების,, მიერ ფესვჩადგმულ, ანტიეროვნულ და ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს ახალი გასაქანი მიცა... სახელმწიფო პოლიტიკის სადავეებთან კვლავ ის ძალები დარჩნენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე მართავდნენ სახელმწიფოს, თავისი მედია პროპაგანდით და განათლება-კულტურის დეგრადაციისკენ ორიენტირებული სისტემით...ამიტომ, ამ გადასახედიდან, ის დასკვნაა გასაკეთებელი თანამოქალაქეებო, რომ ,,ვარდების რევოლუცია,, და 2012 წლის ,,ბიძინას ჯანყი,,))) გლობალისტების მიერ გამომცხვარი აფიორა იყო, რეჟიმის შესანარჩუნებლად და სხვა არაფერი... გადამთიელთა სპეცსამსახურებში დაწერილ ამ სცენარებში კი, ჩვენ ვიყავით მთავარ როლში ჩემო ქართველებო... 


p,s, ჩვენ გენეტიკურად გონიერი ხალხი ვართ, მაგრამ ასწლეულების მანძილზე დაპყრობილებს და გადაგვარების რეჟიმში მყოფებს, ბზარები გვაქვს გაჩენილი. ამიტომ ის დროა, რომ გონებას მოვუხმოთ და ერთმანეთისკენ ვისწრაფოთ... ეს კი იმ ბორკილებიდან გაგვანთავისუფლებს, რომელმაც ,,საღათას ძილში,, ჩაძირა ჩვენი საზოგადოება... "
– წერს გურამ ქართველიშვილი

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge