Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:04 09.01.2018
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. 



საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა. 


ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge