Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:49 09.01.2018
ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის ფიცი დადო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ფიცის დადების ცერემონიალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 8 იანვარს გაიმართა. 

 

ლადო ჭანტურიამ ამ პოსტზე ნონა წოწორია შეცვალა.  სტრასბურგის მოსამართლის მოვალეობას ის 9 წლის ვადით, 2018 წლის 8 იანვრიდან 2027 წლის 8 იანვრამდე შეასრულებს. სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე ლადო ჭანტურია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 10 ოქტომბერს აირჩია. რეკომენდაცია მას ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურმა კომიტეტმა გაუწია. ლადო ჭანტურიას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

 

სტრასბურგის მოსამართლის კონკურსის პირველი ეტაპი 21 თებერვალს, მეორე კი 26 ივლისს გამოცხადდა. პირველი კონკურსის შედეგად წარდგენილი სიიდან ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ლადო ჭანტურიას, მეორე კონკურსის გამარჯვებულთაგან კი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები მოიწონეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge