Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:00 08.01.2018
„ისინი მუსლიმი ლტოლვილები კი არა, მუსლიმი დამპყრობლები არიან“–უნგრეთის პრემიერი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიკტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ ამბობს მისი ქვეყანა მუსლიმური ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღებაზე უარს.


 

„ამ ადამიანებს მივიჩნევთ არა მუსლიმ ლტოლვილებად, არამედ, მუსლიმ დამპყრობლებად,“- განაცხადა ორბანმა გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.

ორბანის თქმითვე, ეს ადამიანები ლტოლვილები კი არა, არამედ, რეალურად, ეკონომიკური მიგრანტები არიან, რომელთან გაუმჯობესებული ცხოვრება სურთ.

ორბანის მოსაზრებით, ევროპაში მუსლიმთა დიდი რაოდენობა გარდაუვლად გამოიწვევს პარალალური საზოგადოების შექმნას, რადგან ქრისტიანული და მუსლიმური საზოგადოებები ერთმანეთთან პრინციპულად შეუთავსებელია. ორბანი მულტიკულტურალიზმს ილუზიას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არ სურს.

„ჩვენ არ გვინდა ეს და არ გვინდა, რომ ჩვენ ასე გვიწოდებდნენ,“- განაცხადა ორბანმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge