Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:47 06.01.2018
"ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შემიტანია" - რექს ტილერსონი 45-ე პრეზიოდენტის შესახებ გამოსულ სკანდლურ წიგნზე

ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის თქმით, დონალდ ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშიერებით მას ეჭვები არასდროს ქონია. ასე გამოეხმაურა ტილერსონი მაიკლ ოულფის წიგნის, "ცეცხლი და ბრაზი დონალდ ტრამპის თეთრი სახლის დერეფნებში" გამოსვლას, რომელიც აშს-ის პრეზიდენტზეა და რომელშიც ავტორი ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპს მისი ქვეშევრდომებიც კი არ უყურებენ სერიოზულად.


უოლფის წიგნში თეთრი სახლისთვის უსიამოვნო მრავალი სკანდალური დეტალია:

 

ტრამპის საარჩევნო შტაბი შოკირებული და შეშინებული იყო მათი კანდიდატის არჩევნებში გამარჯვებით.

ტრანპის მეუღლე მელანია არჩევნების ღამეს ტიროდა და ეს არ ყოფილა ბედნიერების ტირილი.

ტრამპი ძალიაბ განრისხებული იყო, როდესაც გაიგო, რომ ცნობილი სახეების და მაღალი რანგის პოლიტიკოსების უმრავლესობამ მისი ინაუგურაციის იგნორირება მოახდინა.

თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ პრეზიდენტმა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი რეზიდენცია „შემაწუხებელი და ცოტათი საშიშიცაა“

ტრამპის შვილი ივაბკა მისი მეუღლის ჯარედ კუშნერის დახმარებით გეგმავდა, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი გამხდარიყო.

ივანკა ასევე ხშირად ხუმრობდა მამამისის ვარცხნილობის შესახებ და „მეგობრებს უხსნიდა რა მეთოდებით გამოსდიოდა მამამის ასეთი ვარცხნილობა“

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge