Powered by Jasper Roberts - Blog

13:37 06.01.2018
როგორ გავარკვიოთ, კანის როგორი ტიპი გვაქვს?

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ სახის მოვლის საშუალებები, აუცილებელია იცოდეთ, როგორი ტიპის კანი გაქვთ. ამის გარკვევა მარტივი და ნაცადი მეთოდით შეგიძლიათ. 


ამისათვის დაგჭირდებათ რბილი ხელსახოცი, რომელიც უნდა დაიფინოთ სახეზე და კარგად გაისწოროთ ზედ ხელით, სახის დაბანიდან ერთ საათში. შემდეგ კი ნახოთ, რა შედეგი მიიღეთ:



1) თუ ხელსახოცზე არანაირი ანაბეჭდი არ დარჩა – ესე იგი, თქვენ მშრალი კანი გაქვთ.

2) თუ ხელსახოცზე სახის არამკვეთრი ანაბეჭდი დარჩა – თქვენ ნორმალური კანი გაქვთ.

3) თუ ხელსახოცზე თითქმის ფოტოგრაფიული ანაბეჭდი გადავიდა – ესე იგი, თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ.

4) თუ ხელსახოცზე დარჩა T-ტიპის ანაბეჭდი, ესე იგი, თქვენ კომბინირებული კანი გაქვთ.

ავტორ(ებ)ი : marao.ge